Jump to content
Planeta.Ge

სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ


უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 508-ჯერ დაარტყა უკრაინის პოზიციებს და 6 საჰაერო იერიში განახორციელა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგის ძალებს შორის 16 შეტაკება მოხდა, რა დროსაც 65 ოკუპანტი განადგურდა, 120 დაიჭრა და 3 ტყვედ აიყვანეს, ასევე განადგურდა მტრის ტანკი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ქვემეხი, საბრძოლო მასალის საწყობი და 5 სატვირთო მანქანა.

ჩერევატის ინფორმაციით, უკრაინელებმა მტრის საკომუნიკაციო ცენტრიც გაანადგურეს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...