რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე - 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის
15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე" წერს.
მისი თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით არის შესაძლებელი.
„დღეს უკრაინა თავისი მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც მის განადგურებას ყოველთვის ცდილობდა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - მტკიცე და კოორდინირებული ქმედებებით - შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესორი და დავამყაროთ მშვიდობა ევროპაში", - აცხადებს რუსლან სტეფანჩუკი.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.