Jump to content
Planeta.Ge

მიმდინარე კვირაში საქართველოში მოსალოდნელია თბური ტალღა - გარემოს სააგენტო


სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია თბური ტალღა.

მათი ვარაუდით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა  37-39◦C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39-41◦C-ს მიაღწევს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38◦C, მაღალ მთაში 28-33◦C მდე მოიმატებს.

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...