Jump to content
Planeta.Ge

ხავიერ კოლომინა შოვის ტრაგედიაზე - გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან


სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ შოვში ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ჩვენს ქართველ პარტნიორებს ნატო-სგან. ფიქრებით დაღუპულებთან და მათ ახლობლებთან ვართ“, – წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერზე".

3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...