ანა ბუჩუკური - მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა
მოვა დრო, როცა ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, დღეს გლოვის დღეა, მხოლოდ მწუხარებით შემოიფარგლება, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება.
„ქვეყანას ძალიან მძიმე დღეების უდგას და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი სიცოცხლე ვიპოვოთ. დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა, მაგრამ რა თქმა უნდა, მალე მოვა დრო, რომ ხალხში დაგროვებულ მნიშვნელოვან კრიტიკულ კითხვებს პასუხი გაეცეს - ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რა იყო სიმართლე, ვინ დამალა და რა დამალა. ეს კითხვები აუცილებლად დაისმება. დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა ბუჩუკურმა.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.