Jump to content
Planeta.Ge

თემურ მღებრიშვილი - იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებს პოულობენ.

„ამ დილით გვაქვს ასეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ, იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის უკვე დასრულებულია.

„ე.წ. კალცის წ####ბის მიმართულებით დღეს შუადღისთვის უკვე გზა ბოლომდე იქნება შეყვანილი ჩვენი ვარაუდით და იქაც უკვე საძიებო სამუშაოების აქტიური ფრონტი გაიხსნება“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

რაც შეეხება გვიან ღამით ვერტმფრენების ჩართულობას და მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ვერტმფრენები უმოკლეს ვადაში იმყოფებოდნენ. მისი შეფასებით, ზოგიერთი ადამიანი ამ საკითხით სპეკულირებს.

„ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ სპეკულაცია აწარმოონ, მე რა თქმა უნდა, ვერ დავუშლი. რაც შეხება ვერტმფრენების ჩართულობას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, პირველივე წუთიდან, უმოკლეს ვადაში რაც კი შეიძლებოდა გონივრული ვადა ყოფილიყო ვერტმფრენის ცაში აწევის, ეს განხორციელდა. რაც შეეხება მოსახლეობის ევაკუაციას და საძიებო სამუშაოების განხორციელებას ღამის განმავლობაში, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ როცა ჩამოვფრინდით და დავიწყეთ მოსახლეობის ევაკუაცია, იმის იქით საჭიროება აღარ დადგა, რაც გავაკეთეთ. დარჩენილი ის ადამიანები, რომლებმაც ღამე გაათენეს ჩვენს მეხანძრე-მაშველებთან და პოლიციელებთან ერთად უსაფრთხო ადგილებზე, ეს სტრატეგიულად ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...