Jump to content
Planeta.Ge

„როდესაც შოვი, როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო.. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად“ - რას წერს არქიტექტორი შოვის სტიქიაზე


არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს.

როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“.

„ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული.

ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემაღლებულ ადგილებზე. მხოლოდ მცირე ზომის ადმინისტრაციული იდგა შოვის ტერიტორიის ცენტრში.

თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო (ამის პრეცედენტები არსებობდა) და ყველა კორპუსი განაპირა შემაღლებებზე ტყის პირზე აიგო.

გადმოცემით ვიცი ლეგენდა, რომ გერმანელმა ტყვეებმა უარი თქვეს პირველი კორპუსის ამ ტერიტორიის ქვედა ნაწილში (სადაც დღეს ღვარცოფმა გადაიარა) მის აშენებაზე. მოხდა შეთანხმება, პროექტის კორექტირება და აშენდა სადაც დღეს დგას. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად.

ნათელი ამ ხალხს იმიერში.

დღეს კი ფულისხარბ უპასუხისმგებლოებს, რომლებმაც დღევანდელობაში პროექტირების და მშენებლობის დროს არ გაითვალისწინეს საფრთხეები, მკაცრად უნდა მოეკითხოთ“, – წერს თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში.

 

ცნობისათვის, რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მიწის მასამ „სანსეტ შოვის“, ასევე მის მიმდებარედ მდგარი კოტეჯები დააზიანა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 15 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

fortuna.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...