სერბეთის საგარეო უწყება - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ შოვის ტრაგიკული მეწყრის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"ჩვენი ფიქრები მსხვერპლთა ოჯახებთან და მეგობრებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, სამაშველო ჯგუფს კი წარმატებებს ვუსურვებთ", - აცხადებენ სერბეთის საგარეო უწყებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.