ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში.
ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი, ინდოეთი, იორდანია, კატარი, ქუვეითი, ჩინეთი, კორეა, თურქეთი, იაპონია, აშშ, კანადა და სხვა.
ქვეყნები წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორების დონეზე, პირადად ან ონლაინ რეჟიმში.
„იყო განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ყველა ადასტურებდა თავისი ქვეყნის ერთგულებას გაერო-ს წესდების პრინციპების, საერთაშორისო სამართლისა და სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პატივისცემის მიმართ და სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული "მშვიდობის ფორმულა", - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა წარმომადგენლობით დონეზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.