Jump to content
Planeta.Ge

„შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, გამოიღვიძეთ!“ - მოქალაქე მთავრობას მიმართავს


მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, გზა ამორტიზებულია, ფერდობის ქვეშ კი მდინარე გადის და ამ მიმართულებით გადაადგილება უდიდესი რისკისშემცველია. 

„ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთიდან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული, შემდეგი ტრაგედიის ეპიცენტრი ალბათ ჯუთა იქნება, ისევ უყურადღებობის და უმოქმედობის გამო“, - აღნიშნავს გიორგი კაცელაშვილი.

commersant.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...