Jump to content
Planeta.Ge

ჩეხეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს რესტორნის მიმტანი, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილს რუსული ჰიმნი ჩაურთო


ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში ბრანდის-ნად ლაბემ-სტარა ბოლესლავის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანმა, რუსეთის ჰიმნი და საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა ჩაურთო უკრაინელ ლტოლვილ ქალ ოლესია კოშილკას. მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ შეურაცხყოფილმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, მიმტანი რესტორნიდან გაათავისუფლეს.

ინციდენტი 2 აგვისტოს მოხდა. "მოვედით და შევუკვეთეთ. მე ვთხოვე „ვაიფაის“ პაროლი, რაზეც ჩეხმა მიმტანმა მიპასუხა, რომ არსებობს ინტერნეტი - მხოლოდ რუსული. თავიდან ამას ყურადღება არ მივაქციე, მეგონა, რომ რუსად ჩამთვალა. ხუთი წუთის შემდეგ, რუსეთის ჰიმნი ჩაირთო. არ მესმის, რა ხდება, შიგნით შევდივარ და ვამბობ: "ეს რუსეთის ჰიმნია?" რაზეც მიპასუხეს: "დიახ." მე ვამბობ, რომ უკრაინელი ვარ, რაზეც მიპასუხებენ: "მერე რა?“ იწყებენ სიცილს და სირენის ხმას მირთავენ", - უთხრა კოშილკამ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს.

უკრაინელმა ლტოლვილმა ქალმა TikTok-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კაფეში რუსეთის ჰიმნი ჟღერს. ვიდეოს დაახლოებით ორი მილიონი ნახვა ჰქონდა. პოსტის ქვეშ უარყოფითი კომენტარების გამოჩენის შემდეგ, რესტორნის მფლობელი დაუკავშირდა კოშილკას, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას.

ინციდენტის შემდეგ, რესტორნის სოციალურ ქსელებში ჩეხურ და უკრაინულ ენებზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ოფიციანტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

  • ჩეხეთში, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის გაზაფხულზე დაახლოებით 326 ათასი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა. როგორც ჩეხური რადიოსა და PEW Research-ის კვლევამ აჩვენა, ჩეხების 60% მიიჩნევს, რომ უკრაინელი ლტოლვილები კარგად ინტეგრირდებიან საზოგადოებაში.
  • მაგრამ უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე მოსაზრება შარშანდელთან შედარებით შეიცვალა. გასული წლის მაისში გამოკითხულთა სამი მეოთხედი ეთანხმებოდა მათ მიღებას, წელს გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარზე მეტმა გამოხატა თანხმობა, - აღნიშნავს გამოცემა iDNES-ი.

    რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...