Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...