“ქართველი ხალხის გვერდით ვართ” – აზერბაიჯანი შოვში სტიქიას ეხმიანება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით.
” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.
მეორე დღეა, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.