ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი
ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია.
რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარიძე წერს, რომ 2022 წლის ბიულეტენს უწყება არ ასაჯაროებს და ამისთვის სამართლებრივი დავაა საჭირო.
გუჯარიძე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რასაც ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
,,სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის.
ეს არის ამონარიდები 2021 წლის ანგარიშიდან. სამწუხაროდ, არ გაქვს 2022 წლის ანგარიში, რომელსაც სააგენტო არ გვაძლევს. სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს.
ახლა მაია ბითაძეს ვუსმინე, შოვში არანაირი რისკი არასოდეს არ არსებობდაო, ხოდა, რა ვიცი აბა, რისთვის იწერება ეს ანგარიშები?!
გეოლოგიური ბიულეტენი საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის https://greenalt.org/library/geologiuri-biuleteni-2021/" - წერს გუჯარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.