Jump to content
Planeta.Ge

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირებას იწყებს


„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის.

ამასთან, მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება.

„რუსეთის ფოსტის" ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის, გიორგი ბაუტინის განცხადებით, კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა და ეს ეხება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო კლიენტებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...