Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო, თუ ასეა, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა?


"პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო.
თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა, ან ორგანიზებული კორუფცია ქოლ-ცენტრების სახით საქართველოში რანაირად მოხდა, ან კორუფციითვის სანქცირებული მოსამართლეები როგორ გვყავს და საერთოდ, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა.
სინამდვილეში ქვეყანაში პოლიტიკურ-ელიტური კორუფციული აღებ-მიცემობაა, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.
ამიტომ ვითხოვდით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნას საგამოძიებო ფუნქციით (პროცესი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან დავიწყეთ).
ოცნება აღარაფერს შეცვლის - არჩევნების გაყალბების პროცესში დამოუკიდებელი ინსტიტუტები ბარიერია. თუმცა, არსებობს ხედვა, რომლის რეალიზება ოცნების ცვლილების მერე ქვეყანაში ელიტურ კორუფციას აღმოფხვრის."


ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.

363344569_597065272606451_3217021621608472087_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...