Jump to content
Planeta.Ge

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ


მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება.

„შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან“, - აცხადებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა „ტვ პირველთან".

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დარჩენილი არიან მისი ოჯახის წევრი ახლობლები - და, დეიდაშვილები, ბიძაშვილი და სამი ბავშვი, რომელთაც ამ დრომდე ვერ უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, გარდა მისი ოჯახის წევრებისა, სტიქიის ზონაში რჩება 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი. ასევე, პანსიონატ „მამისონში“ და კოტეჯებში მყოფი ადამიანები.

„მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია, სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამსავით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე, სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს...

სტიქიის ზონაში არიან 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის, ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო...არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ, დაღამდა...", - აცხადებს მოქალაქე „მთავარ არხთან“.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...