გალში ნათია ბახტაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, 28 ივლისს გალში დაკარგული 1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე მოკლულია, მკვლელობის ბრალდებით კი ერთი პირია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრია, რომელმაც დანაშაული აღიარა.
ამჟამად, როგორც აფხაზური მედია წერს, საგამოძიებო უწყება ქალის ცხედარს მდინარე ენგურში ეძებს.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.