ალექსანდრე მოწერელია - მივმართავ ყველას, აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!
"მივმართავ ყველას! აბედათის ციხე-დარბაზი გადასარჩენი გვაქვს!
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აბედათის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარეობს სპეციალისტების მიერ IV-VI საუკუნეებით დათარიღებული „აბედათის ციხე-დარბაზი“, რომელიც მკვლევართა აზრით ლეგენდარული „ონოგურისია“, აქვეა IX საუკუნეში ელინისტური ხანის (ძვ.წ. III-I ს.ს.) კერამიკული მასალები, შუა საუკუნის ფულის მონეტები და სხვა. აღნიშნული „ციხე-დარბაზი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
ეკლესია რესტავრირებულია და მოქმედია, აღდგენილია ყველა სხვა საჭირო საყოფაცხოვრებო ობიექტები ეკლესიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია „ციხე-დარბაზის“ გალავანი, ნაწილი დანგრეულია, დარჩენილი ნაწილებიდან კი ქვები ცვივა, რაც საშიშროებას წარმოადგენს მოსული მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის.მარტვილის ცენტრიდან ეკლესიამდე გზა ასფალტირებულია, რაც მას ტურისტულად უფრო მიმზიდველს ხდის და მომლოცველებისთვის კომფორტულია.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრა მოითხოვს მყისიერ და ქმედით ნაბიჯებს, ამიტომაც განსახილველია ციხის გალავნის რესტავრაციის პროექტის შედგენისა და მისი შემდგომი განხორციელების საკითხი. ასევე საჭიროა ციხის ტერიტორიაზე არსებული სიძველეების კვლევა.
აბედათის ციხე-დარბაზის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი საპარლამენტო უფლებამოსილების ფარგლებში, 17 ივლისს მივმმართე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს და ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიმიღია. იმედს ვიტოვებ, რომ ძეგლის სავალალო მდგომარეობას გაითვალისწინებს სამინისტრო."
ალექსანდრე მოწერელია, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ალექსანდრე მოწერელია, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.