Jump to content
Planeta.Ge

ბარნოვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება


თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის განცხადებით, სამუშაოებს ერთი თვე დასჭირდება.

როგორც უწყებაში ამბობენ, რეაბილიტაცია ჩატარდება 400 კვადრატული მეტრის ფართობის გზაზე – „ჩატარდება კაპიტალური სამუშაოები, სავალ ნაწილზე მოეწყობა ქვაფენილი, ასევე განახლდება ბეტონის ჩამკეტები“.

„დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 4 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ბარნოვის ქუჩაზე, ბარნოვისა და კოტე მაყაშვილის ქუჩის კვეთიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეაბილიტაციის პერიოდში, მერიის ცნობით, ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: „ბარნოვის ქუჩიდან მაყაშვილის, მიხეილ ზანდუკელის, ერეკლე ტატიშვილის ქუჩების, მელიქიშვილის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით“.

სამუშაოების გამო იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. კერძოდ, „N408 და N420 მიკროავტობუსები, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მაყაშვილის ქუჩიდან ზანდუკელის, ბარნოვის, ტატიშვილის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან“.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...