უკრაინის გენშტაბი - უკრაინა ფრონტზე ორი მიმართულებით წინ მიიწევს
რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა.
მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში.
ასევე, გენშტაბის ცნობით, შახტიორსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს სტარომაიორსკის დასავლეთით და უროჟაინოეს ჩრდილოეთით დაკარგული პოზიციის აღდგენა.
ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ძალების ძალისხმევა მიმართულია უკრაინელების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.
მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევითი ოპერაციის ჩატარებას და მიღწეულ ხაზებზე კონსოლიდაციას განაგრძობენ.
გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და უკრაინის დასახლებებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ბომბავენ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.