ვოლოდიმირ ზელენსკი - წლის მეორე ნახევარში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება - ამ მომენტისთვის 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას
უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე “დიდი შვიდეულის” დეკლარაციას 12 ქვეყანა შეუერთდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სკენ გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამ წლის მეორე ნახევარში, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ რეალური გახდება. ამ მომენტისთვის, [უკვე] 12 პარტნიორი ქვეყანა შეუერთდა “დიდი შვიდეულის” საერთო დეკლარაციას. ესენი არიან ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ორმხრივ შეთანხმებებზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყება. ზელენსკის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც უკრაინა ამაზე იმუშავებს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.