Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ იმაზე, რომ მშვიდობის გლობალური სამიტი შემოდგომაზე ჩატარდეს


უკრაინას მშვიდობის გლობალური სამიტის ჩატარება შემოდგომაზე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზღვარგარეთ დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელებთან თათბირის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ახლა ხუთი ორიენტირი გააჩნია, რომელთაგან მთავარი - მშვიდობის ფორმულის რეალიზებაა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებისა და ერების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობისკენ, საერთაშორისო სიმშვიდისა და რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხეების არარსებობისკენ მიისწრაფვის და მშვიდობის ფორმულის 10 პუნქტი სწორედ ამ მნიშვნელოვან ამოცანას ასახავს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ კვირის განმავლობაში სახელმწიფოების ლიდერების მრჩევლებისა და საგარეო უწყებების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს თითქმის 40 ქვეყანა. პირველი შეხვედრა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა.

“ხოლო მესამე ნაბიჯი სამიტის ორგანიზება იქნება, მშვიდობის გლობალური სამიტის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამ შემოდგომას მოხდეს.

შემოდგომა უკვე მალეა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო სამიტის მოსამზადებლად და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მოსაზიდად. ეს ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...