მედია - ოკუპირებულ გალში მცხოვრები ნათია ბახტაძის დედა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გარდაცვლილი იპოვეს
ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ გამოცემა "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბახტაძე ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა არ ადასტურებს.
„ნათია ცოცხალია და ის ბიჭი, ვინც ის გაიტაცა, ციხეშია“, - წერს აგუმავა სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოფიციალური უწყებები ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.