ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშით გვითხრა, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა... რა წერია ანგარიშში საქართველოზე
"ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალურ დონეზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ კანონები კარგი გვაქვს, აღსრულება - არა. პრაქტიკულად გვითხრეს, რომ იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისაა საჭირო, უნდა გაძლიერდეს.
- კერძოდ, „ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. შემდგომი ძალისხმევაა საჭირო სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში“.
- გავითვალისწინოთ, რომ შეფასდა 2022 წელი. მას შემდეგ, ანუ 2023 წელს აშშ-მ კორუფციისთვის მოსამართლეები დაასანქცირა; ოცნება ნაცმოძრაობას გაურიგდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელისუფლებისადმი ლოიალური პირები აირჩია; შეიქმნა ფიქტიური ანტი-კორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციის გარეშე, რომლის უფროსი პრემიერმა დანიშნა; პარლამენტმა ხელისუფლებისასმი ლოიალური სახალხო დამცველი აირჩია; ცესკო პარტიას დაექვემდებარა; უდიდესი პოლიტიკური კორუფციული დანაშაულის (ქოლ-ცენტრების) გამოძიებაზე უარი ითქვა და ა.შ.
- ანუ 2023 წელს ინსტიტუტების დამოუკიდებლობა გაძლიერდა კი არა, რაც გვქონდა, ისიც აღარ გვაქვს."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.