ლაშა მარკოზაშვილი - ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას
"ირაკლი კობახიძის მიერ, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არასწორად დასმული ტოლობის ნიშანი, პირდაპირ იმეორებს რუსულ პროპაგანდას, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში შესვლისთვის იყენებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოსებისთვის, საბოლოოდ გაქრა წითელი ხაზები და უკვე ღიად მონაწილეობენ რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
კობახიძე წარსულშიც არაერთხელ დახმარებია რუსულ გეგმებს და მომავალშიც დაეხმარება. ფაქტია, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კრემლში დაწერილი გზამკვლევის მიხედვით მიდის. ამ პროცესის შემაფერხებელი ერთადერთი ძალა, ქართველი ხალხია."
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ლაშა მარკოზაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.