ანა ბუჩუკური - „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს
„ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მათ „ნაცურ“ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს., - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს იყო სისტემური დანაშაულები და არა – ერთეული შემთხვევები.
"სისტემური დანაშაული იყო სანდრო გირგვლიანის საქმე, რომელიც ერთი ადამიანის ტრაგედია არ იყო, აქ იყო ასახული ის, სისტემამ ადამიანი ჯერ როგორ მოკლა და რა არ გააკეთა დამნაშავეების დასჯისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ იმით არის მძიმე და უნიკალური, რომ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს. სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე და არა ინდივიდუალურ გადაცდომებთან. ამას „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს ეძახის. მათი მმართველობიდან 11 წელია გასული და მათ წარსულის გადაფასება არ გაუკეთებიათ, რასაც „ნაცური მენტალიტეტი“ დავარქვით. მათ შემთხვევაში არა მხოლოდ პოლიტიკურ ტვირთშია პრობლემა, არამედ მენტალიტეტში, რადგან სისტემური დანაშაული დღესაც ვერ გადააფასეს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ათ წელზე მეტია, ხელისუფლებაში არიან და როცა ახლა ახსენდებათ, რომ თურმე ვიღაცეები დასასჯელები არიან, ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთისთვის ლეგიტიმაციის წყარო არიან – ერთი ჯოხის ორი ბოლო.", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.