უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა
უნგრეთის პარლამენტში შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის მოწვევით გაიმართა, სადაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა უნგრეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი „ქრისტიან-დემოკრატები“ სხდომაზე არ მივიდნენ, რის გამოც კვორუმი არ შედგა.
შესაბამისად, პარლამენტარებმა დღის წესრიგის დამტკიცება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ამ დრომდე ალიანსის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანას, უნგრეთსა და თურქეთს არ აქვთ დამტკიცებული.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.