რომის პაპი რუსეთს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.
კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა:
„მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.