რუსებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რუსმა ტერორისტებმა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს", - აცხადებენ სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
სამართალდამცავების ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია, მაშველები და ექიმები მუშაობენ, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით აღიძრა, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.