ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ
ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს.
„გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების ტაძარი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.