Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ეს ქვეყანა სანქცირებული რუსების მომსახურების არეალია (ვიდეო)


“რატომ ხდება ისე, რომ უკონტროლო მიგრაციის პროცესში სარგებელს იღებს რუსი, ხოლო საქართველოს მოქალაქე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეპითეტები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუჩაღა “ოცნებამ” და ამასთან, ისტორიულ მტერს არქმევს მეგობარს.
მილიონ ორასი ათასი ადამიანი სახელმწიფოს რომ მიმართავს და თავს წარმოადგენს უკიდურესად ღატაკ ადამიანად, ითხოვს დახმარებას - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც “პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია რუსეთთან მიმართებაში?თუ ის, რომ ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალქე გავიდა ქვეყნიდან გასულ წელს და თანაც სულ ახალგაზრდები, რას გაექცნენ - კეთილდღეობას?  ეს ქვეყანა სანქცირებული რუსების მომსახურების არეალია?”
 


 ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...