Jump to content
Planeta.Ge

აკაკი გვიანიძე - "ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა


"ტურიზმი ქართველებისთვის შემოსავლის გარეშე" - ასე შეგვიძლია აღვწეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, რასაც თან ახლავს ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმძიმესი შეურაცხყოფა.

 ბათუმელები, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. უმძიმესი სეზონია ჩვენი ქალაქისთვის. რუსებმა იყიდეს ბინები, გახსნეს კაფეები, რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები... ტაქსებიც კი მათი ჰყავთ...

 
ეს არ გვეყოფოდა, ახლა ჩამოდიან და ოკუპანტობაში აქეთ გვადანაშაულებენ, რითიც შეურაცხყოფენ იმ ათასობით ადამიანის ხსოვნას, რომლებიც შეეწირნენ დამპყრობელ რუსეთთან ბრძოლას.


 ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?
ნაცვლად იმისა, აღკვეთოს ეს უმსგავსობა და დადგეს ჩვენი ღირსების სადარაჯოზე, პირიქით, ხელს უწყობს და ახალისებს პროცესს. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევ ე.წ. "ტურისტებს" წითელი ხალიჩით ხვდება და პოლიციის კორდონს მიღმა ჩვენი შეურაცხყოფის საშუალებას აძლევს, უფრო მეტიც, ჩვენივე ხელისუფლება, ჩვენ, ამ შეურაცხყოფით აღშფოთებულებს ქაჯებს გვეძახის.


 ჩვენი ქვეყნის, კულტურის, კანონისა და ტრაციების შემბღალავ სტუმრებს და მათ მასპინძელ ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ყველფრისთვის.


 აკაკი გვიანიძე, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი

363813578_593852312927747_6042490032671892131_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...