Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ გამოუვლიათ, უფრო მიუღებელია ხალხისთვის, ვიდრე გახარია (ვიდეო)


“გახარიას ფორმულა არის ძალიან მარტივი - ნაცებმა და ქოცებმა ჯამში ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. ამისთვის ჩვენი პრაგმატული ინტერესია, ჩვენი გუნდის გარდა, გაძლიერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
მე არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ე.წ. “ნეგატიურ რეიტინგზე”, რომელზე საუბარიც არავის სიამოვნებს - როცა მოქალაქეებს ეკითხებიან, რომელ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას, ჩვენი მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი ამბობს, რომ “ნაცებს” და “ქოცებს” არასოდეს მისცემენ ხმას. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პოლიტიკური წარსული აქვს, მისი ნეგატიური რეიტინგი არის მხოლოდ 4%. ანუ მხოლოდ ძალიან მცირე ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ის მიუღებელი. ისეთი პარტიებიც კი, რომლებიც ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილან და შესაბამისად ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და ტვირთი არ გამოუვლიათ, უფრო მიუღებელია ხალხისთვის, ვიდრე გახარია. ეს არის ფაქტი და არა ჩემი შეფასება, რაც დადასტურებულია კონკრეტული კვლევებით, მათ შორის - IRI-ის კვლევებითაც.”


ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...