Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა რომ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ, ეს არ გვესწავლება... ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე გახარიას ხელმოწერაა


 

ისეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც ჩვენ ვართ ჩინეთის უზარმაზარი ეკონომიკა უნდა გამოიყენოს რომ რაიმე სარგებელი ნახოს, ამაში არაფერია საორჭოფო და საშიში. ეს არც გვესწავლება, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე - გახარიას ხელმოწერაა.


მაგრამ "სტრატეგიული პარტნიორად" ჩინეთის ტრანსფორმაცია რას ნიშნავს? ამჟამინდელ, კონსტიტუციით განსაზღვრულ სტრატეგიულ პარტნიორებს ვანაცვლებთ? ჩინეთის სახელმწიფოებრივი მოდელი, ჩინური დემოკრატია უნდა ავაშენოთ საქართველოში? თუ არ ვანაცვლებთ, მაშინ სადმე არის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის?


საერთოდ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?
დღეს კიდევ ერთხელ გვითხრა ამ ხელისუფლებამ, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი ინსტიტუცია აღარ არსებობს, არც ხალხის აზრი, არც პარლამენტი და არც კონსტიტუცია. მხოლოდ მათი ხუშტურები და სარგებელი წყვეტს თურმე ქვეყნის განვითარების ორიენტირს და კურსს.

ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
 

facebookhttps://www.facebook.com/beqa.liluashvili/posts/7089913011038035

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...