Jump to content
Planeta.Ge

სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დაამტკიცა


აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოში ახალი ელჩის, რობინ დანიგანის დანიშვნას, იტყობინება კონგრესის ამ პალატაში უმრავლესობის მქონე დემოკრატიული პარტია.

რობინ დანიგანი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 13 თებერვალს წარადგინა ელჩის კანდიდატად. მან უნდა ჩაანაცვლოს კელი დეგნანი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება.

დანიგანი 1992 წლიდან მუშაობს აშშ-ის საგარეო უწყებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ავსტრიაში, თურქეთში, კუბაში და სხვა ქვეყნებში. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამჟამად ხელმძღვანელობს ევროპისა და ევრაზიის საქმეთა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მიმართულებას.

ამჟამინდელი ელჩი, კელი დეგნანი, საკმაოდ კარგად აფასებს თავის მემკვიდრეს:

„ერთ-ერთი საუკეთესო, ძალიან გამოცდილი დიპლომატია… საკმაოდ კარგად იცნობს ამ რეგიონს, ისევე როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის. ვფიქრობ, ის ძალიან აღფრთოვანებულია საქართველოში ჩამოსვლით და ვფიქრობ, თქვენ ის მოგეწონებათ“, – ამბობდა იგი „ნეტგაზეთთან“.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...