ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.
კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.
კონფერენციას ესწრებოდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე- გიორგი გახარია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრები და ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმოდგენილი. მისი შექმნის მიზანი პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და მათი გაძლიერეებაა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.