Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი - მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად


გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს მისი ინსტიტუტების გაუმჯობესებაში.

„აშშ-მა სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოში ცნობილი იყვნენ სასამართლო სისტემის კონტროლით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად. ასე რომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და გარკვევით განვუცხადეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესისა და მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია პროგრესის მისაღწევად“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველების 90 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ სურს იყოს ევროპის ნაწილი და ქვეყანაში ამ საკითხზე პოლარიზაცია არ არსებობს.

„ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მიერ დაწესებული პირობები ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და ჩვენს პირობებში და გვინდა ვიხილოთ წინსვლა ამ საკითხებში მომდევნო თვეებში. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭო მოხსენებას წარადგენს“, - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...