ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-უკრაინის საბჭომ უკვე დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია - ერთიანი ვრჩებით ალიანსთან ნატოს წევრობისკენ გზაზე
ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას “ნატო-უკრაინის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის ჩატარებისთვის”.
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წინ ვილნიუსში შექმნილმა [ნატო-უკრაინის] საბჭომ უკვე დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია…
უკრაინა გააგრძელებს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, და ამ საკითხში მოკავშირეების მხარდაჭერას ვაფასებთ. ერთიანი ვრჩებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ნატოს წევრობისკენ გზაზე”, - წერს ზელენსკი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.