Jump to content
Planeta.Ge

ანა მალიარი - სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და წინ მიიწევენ


სამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ.

სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენი დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, - წერს მალიარი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, “მაგრამ წარუმატებლად.”

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...