Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი "ქოცების" და "ნაცების" მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა


გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გასაკეთებელი და ამ "ბოდვაში" არავის აჰყვებიან.


 
"ორივე მხარე ხვდება, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქის გააზრებული პოზიცია, რომ ქვეყანაში ამ ორი ძალის პოლიტიკური ბოგინი დასასრულებელია, რადგან არც ერთ მათგანს, არც ცალ-ცალკე და არც ერთობლივად, არ აქვს ქვეყნის მომავლის გაუმჯობესებისთვის პოზიტიური წვლილის შეტანის რესურსი.  ოცნებამ დაინახა, რომ გახარიას ნაცმოძრაობიზაცია არ მუშაობს და ნაცებისგან შექმნილი პოლიტიკური საფრთხობელა, ჩვენს ამომრჩეველს ვერ აფრთხობს. მაგრამ სხვა, მადისკრედიტირებელი მათ ხელში არაფერი უჭირავთ, კობახიძის "კოკაინშიკური" ბოდვა, კი ქოცებსაც კი არ სჯერათ.  ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამ ბოდვაში აყოლას არ ვაპირებთ. ზოგიერთები უკვე 15 თვით ადრე ერთიანდებიან, ნებდებიან თუ ილანძღებიან - ჩვენ მშვიდად მივყვებით გეგმას.", - წერს ბექა ლილუაშვილი. 

 
 
 
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...