Jump to content
Planeta.Ge

რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება


რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუმინეთი უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ G7-ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ უკვე წარადგინა ზომები, რომლებიც პერსპექტივაში უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სატრანზიტო სიმძლავრეების მხარდაჭერისთვის იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ დეკლარაცია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნა წარდგენილი.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...