რუსეთის დარტყმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის საბერძნეთის საკონსულო - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათ შორის – საბერძნეთის საკონსულო.
„ოდესაში 50-მდე შენობა დაზიანდა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია. ისტორიული ცენტრი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც UNESCO-ს მფარველობაშია. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც და ეს უკვე მეორე საკონსულოა ოდესაში, რომელიც რუსულმა ტერორმა იმსხვერპლა,” – თქვა მან.
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა – 22.
რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა განაცხადა, რომ აფეთქებების შედეგად დაშავებულთა შორის ოთხი ბავშვია. თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი.
მედიის ცნობით, რუსეთი მუდმივ თავდასხმებს ახორციელებს ოდესაზე, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის საკვანძო კერაა. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ორშაბათს გააუქმა მარცვლეულის საეტაპო შეთანხმება.
კიპერმა აღნიშნა, რომ დარტყმის შედეგად განადგურდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.