Jump to content
Planeta.Ge

მედია - რუსებმა, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს


რუსულმა ძალებმა წუხელ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ოდესის ფერისცვალების ტაძარი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი განმარტებით, ეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის პირველი ტაძარი არ არის, რომელიც რუსებმა გაანადგურეს.

გამოცემა LB.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსებმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 80-ზე მეტი ეკლესია და 8 მონასტერი გაანადგურეს და 200-ზე მეტი ეკლესია და 7 მონასტერი დააზიანეს.

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაშავდა 20-ზე მეტი სასულიერო პირი.
 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...