ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა
ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მათივე თქმით, მამაკაცი ერთ-ერთი სასტუმროს 22-ე სართულიდან გადმოვარდა.
იგი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.