„ევროპის ისტორიის ახალი თავი დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა, რომ უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ევროკომისიის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
„ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.