ვოლოდიმირ ზელენსკი - თანამშრომლობის ახალ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დონეზე გადავედით - სტოლტენბერგს წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ საბჭო და უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება
შავ ზღვაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კიევი ნატო-უკრაინას საბჭოს მოწვევის წინადადებით გამოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ბატონ სტოლტენბერგთან მარცვლეული დერეფნის განბლოკვისთვისა და მყარი მუშაობისთვის ჩვენი ნაბიჯები განვიხილეთ. ჩვენს თანამშრომლობაში ახალ, უმაღლეს დონეზე გადავედით - „უკრაინა-ნატოს” საბჭოს დონეზე. და ამ მექანიზმმა შესაძლოა იმუშაოს. იენსს [სტოლტენბერგს] წინადადებით მივმართე დაუყოვნებლივ მოვიწვიოთ ასეთი საბჭო შესაბამისი კრიზისული კონსულტაციებისთვის. უახლოეს დღეებში შეხვედრა შედგება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, შავ ზღვაში რუსეთს აგრესიულ ნაბიჯებზე.
„ნებისმიერი დესტაბილიზაცია ამ რეგიონში, ჩვენი საექსპორტო გზების მუშაობის მოშლა, გამოიწვევს პრობლემებს შესაბამისი შედეგებით ყველასთვის მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.