ბერდია სიჭინავა - ეს პოლიტიკური გაერთიანებების ისტერიული კამპანია არის ფარისევლობა, პოლიტიკოსების ტრადიციული უნებისყოფობა და სიყალბე, რომელიც აუცილებლად დასრულდება ერთმანეთის ტალახში გორაობით
არჩევნებამდე როცა წელიწადზე მეტია დარჩენილი, ეს პოლიტიკური გაერთიანებების ისტერიული კამპანია არის ფარისევლობა, პოლიტიკოსების ტრადიციული უნებისყოფობა და სიყალბე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სამარცხვინო შედეგებით, ერთმანეთის ტალახში გორაობით და გინებით, რაც გახარიას გუნდის ესთეტიკა არასდროს ყოფილა, რაშიც არასდროს მიგვიღია და მივიღებთ მონაწილეობას!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა წერს.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება ნიშნავს ყველა იმ პარტიის ფაქტობრივ ლიკვიდაციას, რომელიც სხვას უერთდება, რადგან 2024 წლის არჩევნებზე არანაირი საარჩევნო ბლოკები არ იარსებებს - იქნება ერთი სია, ერთი პოლიტიკური პარტიის, ერთი ნომრის ქვეშ.
"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. გაერთიანება და თანამშრომლობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი. გაერთიანება და თანამშრომლობა განსხვავდება ერთმანეთისგან.
ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს ამბიცია იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშგასაწევი მოთამაშე. ვისაც ეს ამბიცია არ აქვს, ჰგავს ოროსან მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის სხვისგან გადაწერით ცდილობს გავიდეს ფონს. ასეთებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ და არასდროს უნდა ენდოთ!
ორ პოლუსს მიღმა პარტიების (არა სატელიტების) ამოცანა უნდა იყოს, ”ოცნებამ” და “ნაცებმა” ჯამში 50% ვერ აიღონ და ამ ქვეყანაში ეს 20 წლიანი ორპარტიული, უფრო სწორად 2 პერსონიანი სიგიჟე დასრულდეს.
ჩვენი მოქალაქეები არასდროს დაგვიყვია ფერებად, პარტიული ნიშნით. ყველას არჩევანს ვცემთ პატივს, ყველასთან ვისაუბრებთ პერსონალურად, ვისთვისაც ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები მისაღებია.", - წერს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.