ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება
24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ.
მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება.
„ეს გადაწვეტილება კი იმის მიხედვით იქნება მიღებული, თუ რომელი პროცესი უფრო სასურველია დაავადების განსაკურნებლად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა მიეცემა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.
რადიო თავისუფლლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.