"როიტერსი": აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს
სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა.
„როიტერსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ აშშ-ს ახალი დახმარების პაკეტი არ შეიცავს კასეტურ საბრძოლო მასალას.
როგორც მედია აღნიშნავს, დახმარების პაკეტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა - მასში შესაძლოა ცვლილებები კიდევ შევიდეს.
ივლისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში პირველად გაგზავნა ორმაგი დანიშნულების გაუმჯობესებული საბრძოლო საბრძოლო მასალები (DPICM) - კასეტური საბრძოლო მასალა.
უკრაინამ აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა რამდენიმე თვის წინ სთხოვა. ვაშინგტონს ამ საკითხის გადასაწყვეტად დრო დასჭირდა.
7 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.